Georgian_DoG

Copiar PDF


ექიმის ფიცი
როგორც სამედიცინო პროფესიის წარმომადგენელი:
• საზეიმოდ ვფიცავ, ჩემი ცხოვრება მივუძღვნა ადამიანის სამსახურს;
• ჩემი პაციენტის ჯანმრთელობა და კეთილდღეობა იქნება ჩემი პირველი საზრუნავი;
• პატივი ვცე ჩემი პაციენტის დამოუკიდებლობას და ღირსებას;
• კვლავაც უსაზღვრო პატივი ვცე ადამიანის სიცოცხლეს;
• არ დავუშვა პაციენტის ასაკის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, აღმსარებლობის,
ეთნიკური კუთვნიოლების, სქესის, ეროვნების, პოლიტიკური შეხედულებების,
რასის, სექსუალური ორიენტაციის, სოციალური მდგომარეობის, ან სხვა ფაქტორის
ზეგავლენა ჩემი პროფესიული მოვალეობის აღსრულებაზე;
• შევინახო ჩემთვის მინდობილი საიდუმლო, პაციენტის სიკვდილის შემდეგაც კი;
• კეთილსინდისიერად და ღირსეულად შევასრულო ჩემი პროფესიული მოვალება,
კარგი სამედიცინო პრაქტიკის შესაბამისად;
• შეძლებისდაგვარად დავამკვიდრო საექიმო პროფესიის კეთილშობილური
ტრადიციები;
• ღირსეული პატივი და მადლიერება მივაგო ჩემს მასწავლებლებს, კოლეგებს და
სტუდენტებს;
• გავუზიარო ჩემი სამედიცინო ცოდნა პაციენტის სასარგებლოდ და ჯანმრთელობის
დაცვის განსავითარებლად
• ყურადღებას მივაქცევ საკუთარ ჯანმრთელობას, კეთილდღეობას და
შესაძლებლობებს, რათა შევძლო უმაღლესი სტანდარტის დახმარების აღმოჩენა;
• არ გამოვიყენებ ჩემს სამედიცინო ცოდნას ადამიანის უფლებების და სამოქალაქო
უფლებების დარღვევისათვის მუქარის ქვეშაც კი;
ამ აღთქმას ვდებ საზეიმოდ, ნებაყოფლობით და უანგაროდ!